08:06 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 18:13:25, 765 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. ამბავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. 

"შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული მხარის კონტრიბუციის მნიშვნელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics