08:06 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-23 11:41:52, 1079 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - პრემიერი ჩემთვის ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ

ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი,- კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხმაურება. 

როგორც წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მისთვის პრემიერი დიდი ავტორიტეტია და თუ ის მოისურვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს პოსტს, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება.

"ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ 6 წლის ასაკში ნამყოფი და სინამდვილეში საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა და იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი.

მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. იმიტომ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს, ჟორიკ რურუები და სხვა კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, ბონბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები. ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება,"- განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, 17 იანვარს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკანის პოსტიდან გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics