08:04 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 14:55:25, 1003 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს – ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მისი შეხვედრა აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვაშინგტონს დაეხმარება, მოამზადოს კონკრეტული პასუხები უსაფრთხოების გარანტიების წინადადებასთან დაკავშირებით.

"როდესაც თქვენ მე დამირეკეთ ტელეფნზე და შემომთავაზეთ შეხვედრა, რათა უფრო ნათლად აგეხსნათ შეშფოთება, ჩვენ მივიჩნიეთ ეს სასარგებლო იდეად, რადგან ვიმედოვნებთ. რომ ის მოგეხმარებათ მოამზადოთ კონკრეტული პასუხები ჩვენს ყველა წინადადებაზე. წინადადებები, თუ გაქვთ" , – განაცხადა ლავროვმა შეხვედრის დაწყებამდე. 

მისი თქმით, წინადადებები კონკრეტულია და რუსეთი კონკრეტულ პასუხებს ელოდება.

"ველოდებით ასეთივე კონკრეტულ პასუხებს, რომლებიც შესაბამისობაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც მიღებულ იქნა ეუთო-ს ფარგლებში – არც ერთმა ქვეყანამ არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე. ძალიან მაინტერესებს, ამერიკა როგორ ინტერპრეტირებს ამ ვალდებულებებს და პრინციპებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics