|
2022-01-21 14:43:11, 898 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი – რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან
რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქციას. მისი თქმით, ნიკა რურუას მინისტრობის დროს მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი. "რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი. ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი. მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი." - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)