|
2022-01-20 15:05:14, 1033 ნახვა
საზოგადოება
წყნეთი-ბეთანიის გზაზე გადაადგილება 21 იანვარს დროებით შეიზღუდება
მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო, წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ავტომობილებით გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე, მიმდინარე წლის 21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება. „წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)