|
2022-01-19 13:55:49, 555 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობამ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაზარდა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ასევე ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების წესს, აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს. სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განიხილეს სტიქიისა და ხანძრით დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხი. კომისიის წევრებისა და აჭარი მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ 742 094 ლარი. 2021 წელს სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე გამოიყო ფინანსური დახმარება 1 751 703 ლარის ოდენობით.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)