10:14 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 12:55:01, 1496 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე – ცინიზმის მწვერვალი იყო, სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა

ცინიზმის მწვერვალი იყო ხელისუფლების მხრიდან, სასამართლომ ძალიან აშკარად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატი განმარტავს, რომ გადწყვეტილება მოსამართლემ 2 კვირაში მიიღო, რაც წარმოუდგენელია და მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა.

"ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლომ აი ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ძალიან აშკარად, არც კი ეცადნენ, რომ რაღაც დაემალათ, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირაში მიიღო გადაწყვეტილება როხვაძემ საჩივრის წარდგენის შემდეგ, 1-დან 10-მდე ისედაც დასვენების დღეები იყო და სამუშაო დღეებს თუ ავიღებთ, 2 კვირა დასჭირდა სულ რაღაც საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოუდგენელია ამ დროში გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის არანორმალური პოლიტიკური ინტერესი", - თქვა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics