10:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 20:38:32, 1163 ნახვა

პოლიტიკა
„დროა“ - ვინც არ ემორჩილება მმართველი ძალის პირად სურვილებს, სისტემური პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდება

ოპოზიციური პარტია „დროა“ განცხადებას აქვეყნებს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალდების მხარეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

პარტიის თქმით, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები არიან.

„ხვალ, 12 იანვარს, მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელსაც რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ ცხად მაგალითს წარმოადგენს.

პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც არ ემორჩილება მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას თუ პირად სურვილებს, სისტემური პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდება.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს რამდენიმე მოტივი აქვს: დამოუკიდებელი ბიზნესმენების დასჯა, შურისძიება კრიტიკულ მედიასაშუალება „TV პირველზე“ და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა. ეს ყოველივე კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას დააკარგვინოს სუვერენული გეოპოლიტიკური ფუნქცია.

რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი სოლიდარობა და დემოკრატიული ფასეულობების ურყევი მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics