|
2022-01-10 11:37:38, 1035 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურებულია, ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე
მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქეყანაში, პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა. „მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, დასტაბილურებული. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ, საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას დავეხმაროთ მაქსიმალურად. ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)