10:54 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 09:57:08, 957 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - მხარს ვუჭერთ სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უენდი შერმანის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, თუ რომელ ალიანსებს შეუერთდებიან.

აღნიშნული განცხადება უენდი შერმანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ერთგულია სუვერენტიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენუი ერების თავისუფლების მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უენდი შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს.

„აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“, - აღნიშნულია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics