|
2022-01-08 15:36:21, 1083 ნახვა
საზოგადოება
ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციაა - ექსპერტი დასკვნას ეთანხმება
„ტვ პირველის“ მიერ დაქირავებული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას ეთანხმება. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია „დეტალურად შევისწავლე სამხარაულის საექსპერტო ბიუროს წევრის მიერ მოწოდებული საექსპერტო დასკვნის პროექტი. გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს ლაბორატორიული კვლევისა და სხვა მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც განაპირობა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დადგა სავალალო შედეგი. მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე რაიმე დასკვნების გამოტანა არსებულ ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის საფუძველმოკლებულია და ამავდროულად, ხელის შემწყობი ფონიც გამორიცხულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. ცნობისთვის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)