09:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-08 13:28:30, 895 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო კიდევ 160-მდე ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ  160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ  პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა   გაიზარდა და ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლებენ.

„ეკომიგრანტ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა. ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა 2022 წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics