|
2022-01-07 15:40:18, 671 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო, პოლიტიკური პარტიები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, სიაში წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით. „UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის, ექსპერტიზა ჩატარებულია. შესაბამისად, ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში გააკეთებენ განცხადებას. გახსოვთ, რომ თავის დროზე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის, ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, მით უმეტეს, შობის დღესასწაულზე. ვინც ნახა ეს სია, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს UNESCO- გამოაქვეყნა სია, მოკლულ ჟურნალისტებს "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც დაემატა.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)