|
2022-01-07 13:22:49, 846 ნახვა
პოლიტიკა
გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიაში მისი ექსტრადაციის საკითხი არ დადგება
საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ გერმანიის სასამართლო მის საქმეზე რამდენიმე კვირაში იმსჯელებს. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადირება არ მოხდება. ამასთნავე, კალანდაძე აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი ტალღა მისი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. "რომ გითხრათ, რომ პირველად შემოვფრინდი ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში მოგატყუებთ, სამჯერ ვარ ნამყოფი პასპორტში შტამპეპი მაქვს. შემოფრენისას არ მქონდა პრობლემა, ვენაში მქონდა შეხვედრა, მერე ბერლინში ჩავედი და მოვდიოდი უკან, გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, მერე გადამიყვანეს პოლიციაში, სადაც დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ, იმიტომ რომ ვიმყოფები ძებნაზე. მე გავეცი პასუხი, რომ ერთი თვის წინ გადმოვლახე საზღვარი და არ იყო არანაირი პრობლემა. ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, სადღაც სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ბრალი არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული...იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით" ,- განაცხადა გიგი კალანდაძემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)