|
2022-01-06 20:30:13, 956 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი დღის განმავლობაში ყველა სეგმენტისთვის გათვლილი საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა. „ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია „ბზიკების“ კონცერტი და ილუზიონისტის შოუ მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში კი სანტა კლაუსმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა. ღონისძიების პატარა სტუმრებს ასევე სხვდასახხვა ზღაპრის გმირთან შეხვედრისა და ფოტოს გადაღების საშუალებაც ჰქონდათ. საღამოს, ბოლნისელების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფმა„ნიუტონმა“ იზრუნა. ბოლნისში სადღესასწაულო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ,,დღეს ბოლნისი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შობას სადღესასწაულო განწყობით ხვდება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ახალი წლის აღსანიშნავად არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა. მინდა, ეს ხალისიანი განწობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქვთ, მთელი წლის განმავლობაში გაყოლოდეთ და ახალ წელს, თითოეული ჩვენგანისთვის, ბედნიერება მოეტანოს. მსურს, პრემიერ-მინისტრს, ამ საახალწლო ღონისძიებებისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)