|
2022-01-06 12:34:39, 712 ნახვა
საზოგადოება
ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ
ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ყაზახეთში მყოფმა ბაჩანა მელაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება, რომ 4 ქართველი ალმაატშია დარჩენილი. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ 9 იანვარს უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა რეისები გადადებულია, აეროპორტი კი, დახურული. ბაჩანა მელაშვილი ყვება, რომ აქვთ საკვების პრობლემაც, ვერ ახერხებენ გარეთ გასვლას, რადგან შეტაკებები ისევ გრძელდება. "გავიჭედეთ ოთხი ადამიანი აქეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში, ან აქ, ვინმეს თუ ვინმე გყავთ, იმიტომ, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვიყიდეთ, საკვების პონტშიც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით, ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირად, რომ დაგვეხმაროთ, ან გვითხრათ, ვინმეზე, რომ გყავთ აქ ალმაატაში ახლობელი, შინაური, ვისაც შეიძლება ცოტა ხნით შევეფაროთ, ან საკვებით დაგვეხმაროს, ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ", – ყვება ბაჩანა მელაშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)