|
2022-01-05 18:23:07, 723 ნახვა
საზოგადოება
საკეისროს შემდეგ გარდაცვლილის დედა - ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა
„ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა“, - ამის შესახებ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედამ, თეა ლატარიამ პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე, მედიასთან განაცხადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები შსს-ის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ოჯახმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბარი გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი გამოძიების დასრულებამდე იმ ექიმების ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, რომელებსაც მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ ბრალი უნდა მიუძღოდეთ. „მე ვარ დაობლებული ბავშვის, შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა "ოცნებების ახდენის დროა" და როგორც აუხდა, ვხედავთ“, - აღნიშნა თეა ლატარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)