|
2021-12-31 12:03:18, 1187 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 31 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს. საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე: „სადახლო", „წითელი ხიდი", „თბილისის აეროპორტი", ასევე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მომუშავე მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს, ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადეს 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის და გლობალური პანდემიის პირობებში სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის. „დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ასევე, ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2022 წელს. განსაკუთრებით, ვულოცავ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხვდებიან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)