|
2021-12-29 14:49:14, 723 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ
მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი და იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები, ეს არის დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, როდესაც პატიმარს კვლავ სურს იქ დარჩენა, სადაც არ ეკუთვნის, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. „მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ. სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)