12:11 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 11:25:08, 511 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივების გატარება სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, საერთაშორისო სასამართლოების კანონში ცვლილებებისა და ცესკო–ს თავმჯდომარესა და პროფესიული წევრების არჩევის საკანონმდებლო ინიციატივებს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამიგე საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან ღია, დემონსტრაციული თავდასხმაა ინსტიტუტებზე და ეს სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია.

ელენე ხოშტარიამ სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„სამივე ეს საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტი. რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ეს იყო სამსახური, რომელიც იყო შექმნილი დიდი საერთაშორისო ძალისხმევით და იყო ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციის თავგასულობა, რისი ფაქტებიც არა ერთხელ ვიხილეთ, დაწყებული ლუკა სირაძის ფაქტიდან, ახლა სააკაშვილის უფლებების შელახვის ფაქტები და ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ იქნებოდა ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია და ისინი დაიმორჩილებდნენ ისევე მონურად, როგორც ბევრ სხვა ინსტიტუტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

აღმოჩნდა, რომ ლონდა თოლორაია, მინდა გამოვხატო მხარდაჭერა პირადად მის მიმართ და შევთავაზო სრული დაპირება იმისა, რომ ვიდგებით მის გვერდზე, ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში. ლონდა თოლორაიამ ამოიღო ხმა პრინციპულ საქმეებზე და მათ პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ რაც უქმნის დისკომფორტს, უბრალოდ აიღონ და გააუქმონ, რაც წარმოუდგენელი თავხედობა და სახელმწიფოს დაზიანებაა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics