|
2021-12-28 18:28:35, 703 ნახვა
საზოგადოება
გლდანში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
გლდანში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, რაიონს კიდევ ორი სრულიად ახალი სპორტული მოედანი შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მოედანი მუხიანში, ლ. კერესელიძის ქუჩაზე 400 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდა. სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 898 ლარი დაიხარჯა. ხოლო მეორე მოედანი, გლდანის მერვე მიკრორაიონში N15-17 კორპუსების მიმდებარედ, ახალ N102 ბაგა-ბაღთან, 400 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო. აღნიშნული პროექტისთვის 87 184 ლარი დაიხარჯა. „ორივე მისამართზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,პე-ბე“-მ განახორციელა. დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)