|
2021-12-28 15:41:50, 606 ნახვა
საზოგადოება
ექიმი – სტაციონარიდან გაწერაზე ინფორმირების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება
გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურად შეფასების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ინფორმირების შემდეგ ის დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე. „მიხეილ ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში იგი იმყოფებოდა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც ამა წლის 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, - განაცხადა მალხაზ ურთმელიძემ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)