|
2021-12-28 15:32:14, 560 ნახვა
პოლიტიკა
ლონდა თოლორაიამ პარლამენტის სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მიიღო
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა. მან დეპუტატებს კითხვები დაუსვა: 1) მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში. სად დაინახა პარლამენტმა პრობლემები კონკრეტული მაგალითები მჭირდება და თუ პარლამენტს ეს პრობლემები ჰქონდა, რატომ ვიგებ მე ამ კანონპროექტით? მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი პარლამენტში და არ მახსენდება შემთხვევა ანგარიშვალდებულების პრობლემა დამერღვიოს. 2) ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც ქმნის უკეთეს გარანტიებს, რომელიც ქმნის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის. იმიტომ რომ ეს კანონპროექტი არის არსებული COPY-PASTE. და რაც არ არის COPY-PASTE ამაზეც დავსვამ კითხვებს. რითი აძლიერებთ გარანტიებს, რომ 2 წლის თავზე კვლავ არ მოისროლოთ სანაგვეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები. 3) თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაუმჯობესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვას, რატომ არ არის ასახული ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის არსებულის COPY-PASTE? იმიტომ, რომ ის კანონი 2 წელია თაროზე დევს. ველოდებოდი მე განხილვას და დღემდე არ არის განხილული. 4) თუ ვაძლიერებთ საგამოძიებო სამსახურს, რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები, რატომ არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემული ბევრად საინტერესო რეკომენდაციები, რატომ არ არის არცერთი გამოწვევა ამ კანონპროექტში ასახული? 5) მუხლები, რომლებიც ემატება, მაინტერესებს სტატისტიკას თუ ფლობთ რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გენპროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ რამდენ დანაშაულს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში? 6) თუ ეს მუხლი ქმედითია, რატომ ვერ გაუბედეთ გენპროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ, მაშინ, როდესაც გაუბედეთ ინსპექტორის სამსახურს, რომ 288 გვერდი დაწერეთ ისე, რომ 1 კითხვა დაგესვათ. იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ პროექტს. რატომ ჩაითვალა ინსპექტორის სამსახური ასე უმნიშვნელოდ. 7) რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა პარლამენტის მიერ და ამასთანავე დამისახელეთ საქართველოში მაგალითი, როდესაც უწყებების გაყოფის დროს რატომ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია და რატომ არ ნაწილდებიან თანამშრომლები ორ სამსახურში? კითხვების დასმის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ინსპექტორმა სხდომა დატოვა, რადგან "ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი" ვერ მიიღო.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)