|
2021-12-28 14:06:06, 559 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ სირცხვილი
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებენ. ,,მე თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ექთნებს და ყველას ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში იმიტომ, რომ ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე", _განაცხადა რატი ბრეგაძემ. როგორც რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალმა შესაძლოა რაიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს არის უბრალოდ სირცხვილი. ,,ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება მიიღოს იქ არასწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ სირცხვილი. ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წელის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება და ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისთვის და ღვაწლისთვის, რომელიც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)