|
2021-12-28 12:28:28, 666 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - თუ პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა დავძლიოთ
პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს. მისი თქმით, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია. „პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებულია იმ ინტერესებზე, რაც სახელმწიფოს აქვს. ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ფუნქცია ერთმანეთს არ უნდა ეჯახებოდეს ერთ სტრუქტურაში, რომელიც თავის დროზე, როგორც აღნიშნეს კიდეც ჩემმა თანაგუნდელებმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანმა თავისი სუბიექტური შეხედულებით ჩამოაყალიბა. სამართლებრივადაც გამართულია ფორმულა, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა კიდეც ეს და ჩემთვის გაუგებარია ამ განცხადების ფონზე ასეთი გააფთრებული შეტევა ინსპექტორის მხრიდან, ასეთი განცხადებების გაკეთება, გამოსვლები, მაშინ როდესაც ის ჩვენი კადრია, ეს სტრუქტურა ჩვენ შევქმენით და ამასთან დაკავშირებით, რომ ის თავისი მონაცემებით, ან თავის კანდიდატურას დააყენებდა, რომელიმე ერთი ინსპექტორის თანამდებობაზე, ან დასაბუთებული პრეტენზია ექნებოდა მაღალ თანამდებობაზე ყოფილიყო სახელისუფლებო სტრუქტურაში, როგორც ის ადრე იყო, აბსოლუტურად გაუგებარია და გარკვეულ კითხვებს ბადებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)