|
2021-12-28 11:30:19, 797 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი ბიუროს სხდომა მმართველმა გუნდმა შეგნებულად ჩაშალა
ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბიუროს იმ სხდომაზე საუბრისას განაცხადა რომელიც კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა. მის თქმით, ოპოზციამ გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. "ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ალტერნატივის სახით არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი, სიტყვა-სიტყვით არის იგივე. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინეს.“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 09:30–ზე იყო ჩანიშნული, კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა. სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ „ლელოს“ ალტერნატიული წინადადება უნდა დარეგისტრირებულიყო უმრავლესობის წევრების არ მისვლის გამო ჩაიშალა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)