13:00 - 05 Aug, 2026
|
2021-12-27 18:53:44, 589 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. აღნიშნულის შესახებ, თბილისის მერია იუწყება. მათივე ცნობით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, კერძოდ, ნავთლუღში; კრწანისის რაიონში, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში; სამგორის რაიონში, ლილოსა და აფრიკის დასახლებებში; ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩის მიმდებარედ. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაგეგმილია #19 ბაღის ავარიული შენობის ადგილზეც.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)