|
2021-12-27 16:19:50, 571 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია სალომე ზურბიშვილზე - გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული რეჟიმზე
პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, „სამოქალაქო თანხმობას“, რომელიც ორი კომპონენტის მოწესრიგებას გულისხმობს, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. „პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები, არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, უმცირესს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის, ამ ეტაპზე, გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ, ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას, ერთი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა უბრალოდ ჩვენს წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, არამედ მომავალშიც. არჩევნები ამ ქვეყანაში არ უნდა ყალბდებოდეს, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ, სხვა შემთხვევაში გაჭირდება“, - განაცხადა მელიამ. მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ თავად რეჟიმზეა დამოკიდებული. „შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, თუ თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს“, - განაცხადა მელიამ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)