|
2021-12-27 14:17:43, 595 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. „მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მოადგილეებმა, სსიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. „ჩემთვის დიდი პატივია ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“,- განაცხადა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. ეკატერინე ტიკარაძემ ახალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)