|
2021-12-27 11:13:18, 791 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა
დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ზურაბ აზარაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის და არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. „მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს. ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას" ხელმძღვანელი, ასევე თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. მინდა, რომ ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად, ასეთი დიდი სამინისტროს მართვაში, ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით 6 მლრდ. ლარი - ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)