|
2021-12-27 00:20:32, 964 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ წასულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა
ჯანმრთელობის გაუმჯობესების დინამიკა არ არის, მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი, აღინიშნება ნეიროდეფიციტი, ისევე როგორც წინა დღეებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „ფიქრობდა, რომ წასულიყო სასამართლოზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ პროცესზე ხვალ ვერ წავა. ამ დღეებში ველოდებით უცხოელ ექიმებს. ამ კოვიდის ახალი მუტაციის, „ომიკრონის“ აშშ-სა და ევროპაში გავრცელების გამო, აეროპორტები დაკეტილია და ფრენები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ შემდეგ კვირაში ჩამოვა რამდენიმე ადამიანი. გვინდა, რომ ახალ წლამდე ჩამოვიდეს. მარგველაშვილის საკითხზე არ გვისაუბრია. ვიცი, რომ ელოდება და ძალიან უნდა, შეხვდეს. წარმოიშვა კიდევ დისკომფორტი ექიმებს შორის მკურნალობის სქემაზე, რადგან მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვინდა, აღვუდგინოთ ის წამლები, რომელსაც უკვე აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის მკურნალის ექიმი უარზეა. ასე რომ, ვთხოვ ჯანმრთელობის სამინისტროს, გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ველოდებით უცხოელ ექიმს და ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ. უკეთესია, რადგან მე არ მაქვს კარგი პროგნოზი. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა რეაბილიტაცია, დიაგნოსტიკა. თავიდანვე ვიძახდი, რომ კარგი ჰოსპიტალია და კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)