|
2021-12-25 17:56:37, 684 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვიცე–მერი - ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუმარტა, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონემენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი. მისვე თქმით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ. „ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ 1 ლარია, წლიური სააბონემენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. შესაბამისად, წარმოვადგინეთ რამდენიმე პაკეტი საკრებულოში - ეს არის ერთწლიანი, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა დანარჩენი პირობები - ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური და წლიური 50-ლარიანი სააბონემენტო კვლავ ძალაში რჩება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)