|
2021-12-24 18:12:31, 877 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 55 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სკვერის, სპორტული მოედნისა და პარკინგის ზონის საერთო ფართობი 4 800 კვ.მ-ია. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ფეხბურთის მოედნის მოწყობა, სადაც კალათბურთის ფარებიც დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომი. უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და შესრულდება გამწვანების სამუშაოები. „მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრეს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ უსახური ავტოფარეხების ნაცვლად სრულიად ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე გვექნება, რომლითაც ამ კორპუსში მცხოვრები 230 ოჯახი და ასევე, მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების მცხოვრებლები ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ. პროექტის ღირებულება 591 176 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება“, - წერია განცხადებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)