|
2021-12-21 17:24:49, 698 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში, უცხოელ ექიმიც ჩაერთვება. მისივე თქმით, ამ დროისთვის, ექს-პრეზიდენტის მთელი ყურადღება რუსთაველის გამზირზეა მიპყრობილი, ვინაიდან, იგი თავისი „უკანონო პატიმრობის“ გამო, ხალხმრავალ აქციას ელოდება. „თავს სუსტად გრძნობს. თავისთავად, ასე მოკლე პერიოდში ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი მკურნალობის პროცესში არანაირი განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უახლოეს დღეებში, ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად, ალბათ დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში, მაგრამ ახლა საიმედო, ყოველ შემთხვევაში არაფერი არ არის. განწყობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, დღეს არის მისი დაბადების დღე. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მედპერსონალის გადაწყვეტილებით. ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა გუშინ მიულოცეს დაბადების დღე და მიხარია, როდესაც ადამიანებს ყოფნით სითამამე, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღიად. ახლა, მასთან იმყოფება ქ-ნი გიული, მისი დედა. მე გამოვედი, რადგან აქციაზე წავიდე დროულად. დღეს, მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან ის ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავის შინაარსით, იქნება რეზონანსული. ამას მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება და თავისთავად, ის ფაქტი, რომ დღეს მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოხატავს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, მედიისთვის, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მნიშვნელოვნია, საგულისხმოა. დანარჩენს კი, ვნახავთ რუსთველის გამზირზე“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)