16:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 17:54:45, 483 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი: 1-ლი მარტი ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედება

1-ლი მარტი ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედება, - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა ამოქმედების შემდეგ, შეიძლება განიცადოს გარკვეული კორექტივები, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და მასზე რეაგირება გახდეს საჭირო.

„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არც საგადასახადო ტვირთი და არც რეგულაციების სიმკაცრე, არ არის იმ მასშტაბის, რაც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სექტორი საქართველოში ყველაზე მკაცრადაა რეგულირებული ამ ახალი ინიციატივის ფარგლებშიც კი. არის ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირში, სადაც ბევრად უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთი და უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს სათამაშო ბიზნესის სექტორში. ზოგადად, ეს ბიზნესი და სექტორი, რეგულირებულია მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. ის, რომ ეს სექტორი რეგულირებულია, სიურპრიზი არავისთვის არ არის და არც უნდა იყოს ამ ბიზნესსაქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ცვლილებებს - ჩვენ თვალყურს ვადევნებთ როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა პარლამენტში. როგორც იცით მეორე მოსმენის პერიოდში დოკუმენტში გარკვეული კორექტივები შევიდა. გარკვეული კომპრომისები გაწეული იქნა ინიციატორების მხრიდან. სახელმწიფოს მხრიდან, ვადებთან მიმართებით განისაზღვრა ერთიანი ვადა როგორც სარეკლამო სექტორისთვის, ასევე სხვა რეგულაციების ამოქმედებისთვის. ასევე, საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთვის გარკვეულწილად იყო სხვადასხვა ვადები და ეს ვადებიც დაახლოვდა და განისაზღვრა პირველი მარტი, რაც ვფიქრობ, რომ ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს ყველა ამ რეგულაციის ეფექტურად ამოქმედება. რა თქმა უნდა, ამოქმედების შემდეგ, პროცესში, გარკვეული კორექტივები შესაძლებელია განიცადოს დოკუმენტმა, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება გამოიკვეთოს ახალი გარემოებები, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს კიდევ მეტ რეაგირებას. ეს უკვე სამუშაო და მიმდინარე პროცესია, რასაც, ბუნებრივია, მონიტორინგს გაუწევს ფინანსთა სამინისტრო," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics