16:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 16:06:25, 749 ნახვა

საზოგადოება
გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა

გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა, რომელიც 3-20 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, კერძოდ კი გურჯაანსა და თელავში მიმდინარეობდა. ამბის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს

უწყების ცნობით, პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) განხორციელდა. კახეთის რეგიონში პროგრამა საერთო ჯამში ორმოცმა ადგილობრივმა გაიარა, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გუნდების ფორმირება მოახდინეს კონკრეტული იდეების ირგვლივ და დემო დღეს ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტების პრეზენტაციით წარსდგნენ.

„ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე  პრაქტიკული ცოდნა სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისა და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპ საზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics