16:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-19 11:04:38, 644 ნახვა

საზოგადოება
კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი

ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო  მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.

თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც საქართველოს მასშტაბით. ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული  კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის  პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics