|
2021-12-18 14:04:56, 791 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეთანხება პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში განხორციელდება და დაეხმარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში არსებული ჭალის ტყის განაშენიანების პროექტი მომზადდება. „კრწანისის ტყე-პარკის სივრცე მოეწყობა იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეკოსისტემა და განვავითაროთ საბაზისო ეკოინფრასტრუქტურა. აღნიშნული საგრანტო შეთანხმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პირდაპირი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან და მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა მინისტრმა. პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური პოლიტიკის დიალოგის საფუძველზე და დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით. „აღნიშნული პროგრამა ბიომრავალფეროვნების დაცვას და აღდგენის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასევე, მთავრობას საშუალებას მისცემს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად, შეიძინოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების ახალი ავტომატური სადგურები“, - განაცხადა შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია; განხორციელების პერიოდი - 2021 წლის დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით. პროექტის უშუალო განმახორციელებლები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)