11:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 17:10:03, 1014 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოს ოპოზიციურ ძალას "პანორამა თბილისზე" კვლავ შენიშვნები აქვს

საკრებულოს ოპოზიციურ ძალას პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით კვლავ შენიშვნები აქვს.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება ისე იგეგმება, რომ საზოგადოების აზრი გათვალისწინებული არ იქნება.

"გუშინდელმა თბილისის მერის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი განხორციელდება იმ ფორმით, როგორც ეს პროექტის ავტორებს სურთ და არანაირად არ იქნება გათვალისწინებული საზოგადოების აზრი, ხოლო კვლევები, რომელზედაც მერი საუბრობს, თითქოს არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით,  ძალიან ზოგადი შინაარსი",-განაცხადა აბესაძემ.

დეპუტატის თქმით, მას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით  კითვები აქვს,  როგორიცაა: რამდენად შეესაბამება ის ქალაქში ისტორიულ იერსახეს, რამდენად გამოიწვევს ის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო გაზრდასა და საცობების წარმოქმნას შეუწყობს ხელს სოლოლაკში, რა უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ის გარემოზე. აბესაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისევ გაიტანენ და გარკვეული ინიციატივებიც ექნებათ.

ამასთან, ფრაქცია "გაერთიანებული დემორკატიული მოძრაობისთვის"  "პანორამა თბილისის" სოლოლაკის ქედზე  მშენებლობა მიუღებელია და მისი მშენებლობის დაწყებისათვის გაცემული დაჩქარებული ნებართვები მათ ბევრ კითხვას უჩენს.

ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა ვეკუას, განცხადებით, მშენებლობასთან საკმაოდ ბევრი საკითხია დაკავშირებული. მათ შორის, სოლოლაკის ქედზე მწვანე საფარის განადგურება,  თბილისის იერსახის დამახინჯება და ა.შ.

"მილიარდიანი ინვესტიცია კარგია, ჩვენი ფრაქცია ასეთი პროექტის განხორციელებას თბილისის სხვა შემოგარენ უბნებში სიამოვნებით დაუჭერდა მხარს, რადგან ეს ხელს შეუწყობდა დედაქალაქის პერიფერიების განვითარებას,-დასძინა ვეკუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics