|
2021-12-17 15:18:06, 688 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ პირველი შეხვედრა სლოვაკ კოლეგასთან, იაროსლავ ნადთან გამართა. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში საზეიმო დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვაკეთის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატოს ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონცეფციის იმპლემენტაციის კუთხით. სლოვაკეთში ვიზიტის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე შეხვდება საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრსა და ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)