|
2021-12-17 14:10:21, 697 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - სააკაშვილი სუსტადაა, ვერ ჭამს, ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ ჩემი პოზიციაა თავი შეიკავოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და სურვილის მიუხედავად 23-ში სასამართლო პროცესზე დასწრებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს. ამასთან ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას მიესალმება. გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიმართვას გავრცელებს, სადაც მოქალაქეებს ხალხმარავალი, მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. "საკითხები რომლებზეც ვისაუბრეთ ამაზე საჯარო განხილვას არ ვაპირებ, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდოგომარებობა. ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველაფერი. არ შიმშილობს ცხადია, მაგრამ ვერ ჭამს. ისე სუსტად არის რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში, თუ ის ასე იქნა, ჯობია, რომ ამისგან თავი შეიკავოს რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს და გასაგებია რა მიზანიც აქვს ამას ყველაფერს, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეზე დიდი მიზანი ჩემი აზრით არ არსებობს და მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ვიდრე სააკაშვილის განცხადება დაიდება გეტყვით მოკლედ. რომ იგი მიესალმება რეკონსილაციის პროცესს იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძლება ექნება ამ ყველაფერს. ასევე იგი მიესალმება, იმას რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან აღიარებული იქნა უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში ყველა მიმართულებით. რეკონსილაციის პარალელურად კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხალხმარავალი მშვიდობიანი პროტესტი და მისი თქმით, 21- ში მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნები და ეს უფრო დააჩქარებს რეკოსილაციის პრპცესს" ამბობს ნიკა გვარამია.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)