|
2021-12-15 15:32:15, 874 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთობლივ შეხვედრას მართავენ
"ჩვენ გვაქვს სეზონი პოლიტიკური დევნის" - ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში ერთობლივ შეხვედრას მართავენ. "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, გვარამია, წერეთელი, ლელოს ლიდრები არიან პოლიტიკური დევნის ქვეშ და სწორედ ამ საკითხს უკავშირდება დღევანდელი შეხვედრა. დღეს პოლიტიკურ სივრცეში ვინც კი არსებობს, აბსოლუტურად ყველას აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ სისტემა იქნება უკიდურესად უსამართლო. ეს არის დაკავებებიც, თავდასხმებიც, ვერავის ვერ გააკვირვებენ. ჩვენი შეკრებაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ძალიან ცხადად ვთქვათ, რომ ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ეს ის მომენტია, როდესაც ოპოზიცია არის ამ საკითხებში აბსოლუტურად ერთიანი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ამაში, - თქვა ხოშტარიამ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნისვნელოვანია ოპოზიციის კოორდიანცია, რადგან სააკაშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავთ. „დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კოორდინაცია გვქონდეს ოპოზიციურ სპექტრს. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც განხორციელებულია ძალიან მძიმე არაადამინური მოპყრობის ფაქტები",-განაცხადა დეკანოიძემ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)