|
2021-12-15 13:37:40, 638 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი – რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოს და უკრაინის არჩევანზე რაიმე გავლენა მოახდინოს
მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, ნატოს მოკავშირეებმა კი რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. „ბატონო ირაკლი, მიხარია, რომ კვლავ გმასპინძლობთ ნატოს სათაო ოფისში. ჩვენ საქართველოს მჭიდრო პარტნიორები ვართ და საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მოკავშირეებმა რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დათმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები და გაიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არსებობის და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და რეგიონში ესკალაციას თავიდან აიცილებს. რუსეთს რეგიონში ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება. საქართველოს და უკრაინას უფლება აქვთ, თვითონ აირჩიონ თავიანთი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ევროპაში ჩვენ ვგრძნობთ, რომ ორივე ქვეყანა ისტორიის ნაწილია. ნატო გააგრძელებს პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)