|
2021-12-14 20:14:10, 615 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი სააკაშვილზე - ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ და არ ვადასტურებ
სახალხო დამცველმა 9 ექიმის შემადგენლობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე, დასკვნა, უკვე მოამზადა. საგანგებო ბრიფინგზე, ომბუდსმენის ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, ჯერჯერობით საჭირო არაა. „მე ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ და არ ვადასტურებ. ბატონი მიხეილი მე ერთხელ ვნახე და მას, მაშინ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა, ამიტომ ვერ დავადასტურებ. მე გავეცანი იმ მედიკამენტების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ, დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ ჩემი კოლეგების კონსულტაციებს გავეცანი, სადაც ბ-ნი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის აღნიშნული თუ რა წამლებს იღებდა. კატეგორიულად რომ განვაცხადოთ, თითქოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა საჭიროა, ჯერ მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მისი საჭიროებები უნდა ჩამოიწეროს და მერე უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილება. ჯერჯერობით არა, თუმცა, როდესაც ჩატარდება მკურნალობა და ფსიქოთერაპიაც მიეშველება ამას, ვნახოთ ბ-ნი მიხეილი რა მდგომარეობაში იქნება. ამ მოცემულობაში, სასურველია, დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობის შედარებითი ოპტიმიზაცია და ტრამვაზე ორიენტირებული ფსიქო-თერაპიაც მოხდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)