|
2021-12-14 16:20:01, 647 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - ცესკო–ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ცესკო–ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა, “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება, რაც მათივე თქმით< „სამართლიანი არჩევნები" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევნის წესი იცვლება, განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება, რაც მათივე თქმით, კიდევ ერთი უკანდახევაა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის სულისკვეთებას პარტიებს შორის თანამშრობლობის ხელშეწყობა, შეთანხმების მიღწევის წახალისება წარმოადგენდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში. „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს დაკომპლექტების შეფასებისას კვლავ ერთგულია შეფასებისა, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება უნდა აისახოს კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში. თავმჯდომარის/წევრების არჩევის ბოლო პროცესმა კი დაადასტურა, რომ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის პირობებში, პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრისათვის მისაღები კანდიდატის შესარჩევად სათნადო ძალისხმევა არ გაწეულა", – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და პოლარიზაციის შემცირების საჭიროების გათვალისწინებით, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს: მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება. გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და განიხილოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, რათა ხელი შეუწყოს მთავარი მიზნის - ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდის - მიღწევას.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)