17:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 12:29:49, 739 ნახვა

პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - მიჭირს სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის „გაფარჩაკებულ“ თუ „გაბანძებულ“ მდგომარეობას

მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ' თუ "გაბანძებულ" მდგომარეობას. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სასჯელის მიღება უჭირს და საზოგადოებისგან აქციებს ითხოვს.

"მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ" თუ ბოდიში და "გაბანძებულ" მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი სამართლიანად და საზოგადოებისგან ითხოვს აქციების მოწყობას, რომ როგორმე მისი თქმით, ტყვეობიდან დაიხსნან. ეს არის გაუგონარი აგრესიის მქონე და მოძალადე ადამიანის განცხადება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics