|
2021-12-13 16:06:42, 814 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 14 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრა Open Space-ში, 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას PAYZE-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი - კახა გელაშვილი, სპარკის გენერალური მენეჯერი - თამთა გველესიანი, WiFisher-ის კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი ნიშნიანიძე და Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, გიორგი ბურდული გაუძღვებიან. ისინი ღიად ისაუბრებენ საკუთარ საქმიან მარცხებზე. შეხვედრას მოდერატორობას Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი, დიმიტრი ქუმსიშვილი გაუწევს. ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tkt.ge/FuckupNights ინფორმაციისთვის, Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც წარმატებული ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებენ. Techstars-ის სტარტაპ კვირეული კი 2010 წელს, კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათასობით მეწარმეს უმასპინძლა. ღონისძიება კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს და სხვა შეხვედრებს მასპინძლობს, რაც ხელს უწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას. Techstars-ის სტარტაპ კვირეული საქართველოში 13 დეკემბრიდან 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გაუზიარებს. Fuckup Nights Tbilisi სტარტაპ ბიუროს და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“. მხარდამჭერები კი - Grant Thornton Georgia, აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, WiFisher და ჟუჟუნა არიან.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)