19:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 14:02:47, 755 ნახვა

საზოგადოება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ ხვალ გაიმართება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხვალ ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ გაიმართება. მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსებისგან შემდგარ კვინტეტთან ერთად, კონტრაბასისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდის, კლინტ ისტვუდის ვაჟი, კაილ ისტვუდი წარსდგება. 

დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს მსოფლიო აღიარების საპრემიერო ალბომი „სინემატიკი“, რომელიც BBC-ის შეფასებით, საუკუნეებს გაუძლებს. ალბომში შესულია ისტვუდის ბენდის წევრთა მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული 11 ნაწარმოები.

მუსიკალურ სამყაროში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ისტვუდი აღიარებულია, როგორც ნიჭიერი შემოქმედი და ექვსი ალბომის შემქმნელი ნოვატორი ჯაზმენი.

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ 2017 წელს დაარსდა. იგი ოფიციალურად სამმა ვირტუოზმა მუსიკოსმა - რიშარ გალიანომ, პაოლო ფრეზუმ და იან ლუნდგრენმა პროექტით - „მარე ნოსტრუმ“ გახსნა. ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურათაშორის ინტეგრაციას, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის განვითარების ხელშეწყობას, ცნობილი უცხოელი არტისტების მოწვევით კონცერტების ორგანიზებასა და ფართო ასპარეზზე ქართველ შემრულებელთა წარმოჩენას. 

გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზის გამო, ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ სამი   პროგრამის ნაცვლად, მხოლოდ ერთ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics