19:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 12:10:52, 546 ნახვა

საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტის ინსპექტირება განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, „ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“  საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება. 

უწყების ცნობით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის მიერ პროექტის  ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენების და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა ჭიპაშვილმა დაათვალიერეს და შესაბამისობის დასკვნითი ინსპექტირება განახორციელეს.

წინასწარი მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში აღირიცხება და საჯარო რეესტრში ქარსაფარ ზოლად დარეგისტრირდება, დაახლოებით, 430 ჰექტრამდე მიწის ფართობი;   კერძო მფლობელობაში არსებული ქარსაფარი ზოლის შემთხვევაში, მათთვის სტატუსის მინიჭება მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.

„ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“  ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესი 2025 წელს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics