|
2021-12-08 17:59:47, 832 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვაჰე ღაზარიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. "საქართველოს მხრიდან შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ხოლო სომხეთის დელეგაციის მხრიდან: პოლიციის უფროსის მოადგილეები, ერევნის პოლიციის უფროსი და სხვა დანაყოფის უფროსები დაესწრნენ. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს, შსს-ს აკადემიას ესტუმრებიან და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან." - წერია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)